სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლა
სასწავლო ელექტრონული რესურსის ავტორი: ლია გიგაური
თემა : "მსოფლიოს შვიდი საოცრება"
სასწავლო ელექტრონული რესურსის ავტორი: ლია გიგაური
თემა : "მსოფლიოს შვიდი საოცრება"
საგანი: ისტორია
კლასი: VII
ჩამოტვირთვის შემთხვევაში მსოფლიოს საოცრებების, რუკაზე ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი ისარი გაჩვენებთ თუ სად მდებარეობდა აღნიშნული საოცრება.
ინსტრუქცია
სასწავლო რესურსი
წარმოადგენს ინტერაქტიურ პრეზენტაციას
Power Point-ის გამოყენებით. სასწავლო რესურსი
განკუთვნილია ისტორიის გაკვეთილისთვის, მეშვიდე კლასში, თემა: „მსოფლიოს შვიდი
საოცრება“ . რესურსი შეიცავს
ინფორმაციას მსოფლიოს
შვიდი საოცრების
შესახებ, რუკებს , მსოფლიოს შვიდი საოცრების
ამსახველ სურათებს.
ელექტრონულ რესურსში გამოყენებულია კომპიუტერული პროგრამა: PowerPoint -ის ინსტრუმენტი - „ animacions,“ რაც საშუალებას იძლევა
ინტერაქტიული და
უფრო საინტერესო გახადოს
ინფორმაციის მიღება
მოსწავლეებისათვის .
პრეზენტაცია
თანმიმდევრული, მარტივად აღსაქმელი და ინტერაქტიულია. დასაწყისშივე მოცემულია ინფორმაცია თუ რა დატვირთვა აქვს ციფრ
შვიდს, სად გვხვდება, რომელი რელიგიებისთვის ითვლება ეს ციფრი წმინდა რიცხვად, რატომ შვიდი საოცრება და რატომ
რვა ან ცხრა არა. ჯერ სლაიდზე გამოდის კითხვა და მოსწავლეები სავარაუდო პასუხის
გამოთქმის შემდეგ ნახულობენ სწორ პასუხს PowerPoint-ის ანიმაციის გამოყენებით. ამით
მოსწავლეებს ეძლევათ საშუალებას დაფიქრდნენ,
გამოთქვან საკუთარი მოსაზრება და შეამოწმონ არსებული ცოდნა.
ციფრ შვიდზე ინფორმაციის მიწოდების შემდეგ
გადავდივართ ინფორმაციაზე მსოფლიოს შვიდი საოცრები შესახებ. აქაც ვაჩვენებთ სურათს
, ვაძლევთ საშუალებას თავად ამოიცნონ მსოფლიოს რომელი საოცრებაა და შემდეგ ვაწვდით
ინფორმაციას. ანიმაციის , მოძრავი ისრის, საშუალებით
ვაჩვენებთ რუკაზე თუ სად მდებარეობდა კონკრეტული ობიექტი.
ელექტრონული რესურსი აძლევს მოსწავლეებს
საშუალებას შეამოწმონ საკუთარი ცოდნა: სლაიდზე ანიმაციის საშუალებით სათითაოდ ამოდის
მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთერთის ამსახველი სურათი და
მოსწავლეებმა უნდა გადმოსცენ ინფორმაცია
რომელიც მიიღეს გაკვეთილის მსვლელობისას
აღნიშმული რესურსიდან.
პრეზენტაციის ბოლოს დართულია კითხვები და პასუხები
ამ კითხვებზე, რათა უფრო საფუძვლიანად შემოწმდეს
მოსწავლეთა ცოდნა. სლაიდზე ჯერ დასმულია ანიმაციის
საშუალებით კითხვა , ხოლო შემდეგ იწერება პასუხი.
კითხვა -პასუხის ასეთი ფორმა ხელს უწყობს ინტერესის გაღვივებას მოსწავლეებში.
პრეზენტაციის ბოლოს მოცემულია დავალება რომელიც უნდა შეასრულონ სახლში : დახატონ XX- XXI საუკუნის შვიდი საოცრება, რომელსაც თავად შეიტანენ სიაში.
იმსჯელონ თავიანთ არჩევანზე და მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაზე სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში. იმსჯელონ თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ თანამედროვე საოცრებების შერჩევისას. ასეთი სახის დავალება განუვითარებს მოსწავლეებს მსჯელობის და შემოქმედებით უნარებს. რესურსში თანამიმდევრულადაა დალაგებული მასალა, რაც მოსწავლეებს აძლევს საკითხის აღქმის, გააზრებისა და განზოგადების საშუალებას.
იმსჯელონ თავიანთ არჩევანზე და მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაზე სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში. იმსჯელონ თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ თანამედროვე საოცრებების შერჩევისას. ასეთი სახის დავალება განუვითარებს მოსწავლეებს მსჯელობის და შემოქმედებით უნარებს. რესურსში თანამიმდევრულადაა დალაგებული მასალა, რაც მოსწავლეებს აძლევს საკითხის აღქმის, გააზრებისა და განზოგადების საშუალებას.
ეს რესურსი საინტერესოა იმითაც , რომ შესაძლებელია მოსწავლეებს გადავუგზავნოთ პროგრამა
Edmodo-ს საშუალებით, რაც მათ გაუადვილებს მასალის ათვისებას და დავალების შესრულებას
სახალისოს გახდის.
ესგ სტანდარტი
:
ისტ.VII.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი,
ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვავოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.
ისტ.VII.9.
მოსწავლეს შეუძლია
გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.
ისტ.VII.10. მოსწავლეს შეუძლია
მსჯელობა კულტურის
შემადგენელ ნაწილებზე.
No comments:
Post a Comment