სასწავლო რესურსის ავტორი: ლია გიგაური
სასწავლო რესურსი: ფაზლი
"საქართველოს რუკის სქემატური გამოსახვა მასზე რუკის ლეგენდაში არსებული პირობითი აღნიშვნების განლაგებით“.
ინსტრუქცია
სასწავლო რესურსი მოიცავს სხვადასხვა ფერის ფორმატის ფურცლებიდან გამოჭრილ
საქართველოს კუთხეების გამოსახულებას , ასევე
მოიცავს
ბარათებს, რუკის ლეგენდაში არსებული პირობითი ნიშნებით: საქართველოს კუთხეების, მხარის ცენტრის,ჰიდროგრაფიული
ობიექტების, სასარგებლო წიაღისეულის, სოფლის მეურნეობის დარგების სახელწოდებით, ასევე
ბარათებს ღირსშესანიშნაობების , საცხოვრებლის
ტიპების, გამოსახულებით.
ესგ სტანდარტი:
საზ. მეც.V-VI. 1. მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება.
საზ. მეც.V-VI.
2. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის
სხვადასხვა საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი).
საზ. მეც.V-VI. 3. მოსწავლეს შეუძლია შეადგინოს სქემატური რუკები.
საზ. მეც.V-VI.11. მოსწავლეს შეუძლია
დააკავშიროს საქართველოს გეოგრაფიული ობიექტები დასახლებების ტიპებთან.
საზ. მეც.V-VI.12. მოსწავლეს შეუძლია
დაახასიათოს მხარე ბუნებრივი რესურსების მიხედვით და
იმსჯელოს მათ მნიშვნელობაზე.
რესურსში
გამოყენებულია ფაზლის პრინციპი.
რესურსი გამოიყენება შემდეგნაირად:
1.
მოსწავლეები მაგნიტურ დაფაზე
აწყობენ საქართველოს რუკას, სხვადასხვა ფერის ფორმატისგან გამოჭრილ საქართველოს
კუთხეებით. საქართველოს კუთხეებზე კუთხის სახელწოდება არ არის მინიშნებული, მოსწავლეები თავად უნდა მიხვდნენ ფორმით თუ რომელი კუთხეა და მიამაგრონ ბარათი საქართველოს
კუთხის სახელწოდებით.
2.
მოსწავლეები ამოიცნობენ და
მიამაგრებენ საქართველოს კუთხეებს ბარათებს, რომლებზეც გამოსახულია მხარის
ცენტრის აღმნიშვნელი პირობითი ნიშანი და ქალაქის
სახელწოდება;
3.
მოსწავლეები შეუსაბამებენ
თითოეულ კუთხეს და განათავსებენ რუკაზე ბარათებს
რომლებზეც გამოსახულია რუკის ლეგენდაში არსებული მდინარის აღმნიშვნელი
ჰიდროგრაფიული ნიშანი მდინარის დასახელებით;
4.
განათავსებენ თითოეულ კუთხეზე
ბარათს,აღნიშნულ კუთხეში არსებული წიაღისეულის აღმნიშვნელი პირობითი ნიშნით (მაგ.: ქვანახშირი, რკინა, სპილენძი
და ა.შ.);
5.
მოსწავლეები თითოეულ კუთხეზე განათავსებენ ბარათებს რომელზეც გამოსახულია საცხოვრებლის
ტიპები, რომელიც შეესაბამება აღნიშნულ კუთხეს;
6.
მოსწავლეები შეუსაბამებენ თითოეულ კუთხეს ბარათს მეურნეობის დარგების გამოსახულებით ;
7.
საქართველოს თითოეულ კუთხეზე განათავსებენ ბარათებს აღნიშნულ კუთხეში მდებარე ღირსშესანიშნაობის გამოსახულებით
და სახელწოდებით.
8.
განათავსებენ ბარათებს თითოეულ
კუთხეში არსებული წიწვოვანი თუ ფოთლოვანი ტყის აღმნიშვნელი გამოსახულებით.
რესურსი მაგრდება მაგნიტურ
დაფაზე მაგნიტებით. შესაძლებელია თავად ბარათების უკანა მხარეზე დაწებდეს მაგნიტები
რაც რესურსის მოხმარებას უფრო მოხერხებულს გახდის.
No comments:
Post a Comment