Monday, May 20, 2019

ისტორია - ინტერაქტიური პრეზენტაცია Power Point-ის გამოყენებით

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლა
სასწავლო  ელექტრონული რესურსის ავტორი: ლია გიგაური

თემა :  "მსოფლიოს შვიდი საოცრება"
საგანი: ისტორია
კლასი: VII





ჩამოტვირთვის შემთხვევაში მსოფლიოს საოცრებების, რუკაზე  ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი ისარი გაჩვენებთ თუ სად მდებარეობდა აღნიშნული საოცრება.

ინსტრუქცია

სასწავლო რესურსი წარმოადგენს  ინტერაქტიურ პრეზენტაციას Power Point-ის გამოყენებით. სასწავლო რესურსი  განკუთვნილია ისტორიის გაკვეთილისთვის, მეშვიდე კლასში, თემა: „მსოფლიოს შვიდი საოცრება“ . რესურსი შეიცავს ინფორმაციას მსოფლიოს შვიდი საოცრების შესახებ,  რუკებს , მსოფლიოს შვიდი  საოცრების ამსახველ  სურათებს.
     ელექტრონულ  რესურსში გამოყენებულია კომპიუტერული პროგრამა: PowerPoint -ის ინსტრუმენტი - „ animacions,“ რაც საშუალებას იძლევა ინტერაქტიული და უფრო საინტერესო  გახადოს ინფორმაციის მიღება  მოსწავლეებისათვის .
      პრეზენტაცია  თანმიმდევრული,  მარტივად აღსაქმელი და ინტერაქტიულია. დასაწყისშივე  მოცემულია ინფორმაცია თუ რა დატვირთვა აქვს ციფრ შვიდს, სად გვხვდება, რომელი რელიგიებისთვის ითვლება ეს ციფრი წმინდა რიცხვად,  რატომ შვიდი საოცრება  და რატომ  რვა ან ცხრა არა. ჯერ სლაიდზე გამოდის კითხვა და მოსწავლეები სავარაუდო პასუხის გამოთქმის შემდეგ ნახულობენ სწორ პასუხს PowerPoint-ის ანიმაციის გამოყენებით.   ამით მოსწავლეებს ეძლევათ  საშუალებას დაფიქრდნენ, გამოთქვან საკუთარი მოსაზრება და შეამოწმონ არსებული ცოდნა.
       ციფრ შვიდზე ინფორმაციის მიწოდების შემდეგ გადავდივართ ინფორმაციაზე მსოფლიოს შვიდი საოცრები შესახებ. აქაც ვაჩვენებთ სურათს , ვაძლევთ საშუალებას თავად ამოიცნონ მსოფლიოს რომელი საოცრებაა და შემდეგ ვაწვდით  ინფორმაციას. ანიმაციის , მოძრავი ისრის,  საშუალებით  ვაჩვენებთ რუკაზე თუ სად მდებარეობდა კონკრეტული  ობიექტი.
         ელექტრონული რესურსი აძლევს მოსწავლეებს საშუალებას შეამოწმონ საკუთარი ცოდნა: სლაიდზე ანიმაციის საშუალებით სათითაოდ ამოდის მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთერთის ამსახველი  სურათი  და მოსწავლეებმა  უნდა   გადმოსცენ  ინფორმაცია  რომელიც მიიღეს გაკვეთილის მსვლელობისას  აღნიშმული  რესურსიდან.
       პრეზენტაციის ბოლოს დართულია კითხვები და პასუხები ამ კითხვებზე,  რათა უფრო საფუძვლიანად შემოწმდეს მოსწავლეთა ცოდნა.  სლაიდზე ჯერ დასმულია ანიმაციის საშუალებით კითხვა , ხოლო შემდეგ  იწერება   პასუხი. კითხვა -პასუხის ასეთი ფორმა ხელს უწყობს ინტერესის გაღვივებას მოსწავლეებში.
        პრეზენტაციის ბოლოს მოცემულია დავალება  რომელიც უნდა შეასრულონ სახლში : დახატონ XX- XXI საუკუნის შვიდი საოცრება,  რომელსაც თავად შეიტანენ სიაში.
   იმსჯელონ   თავიანთ არჩევანზე და  მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაზე სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში. იმსჯელონ თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ  თანამედროვე საოცრებების შერჩევისას. ასეთი სახის დავალება განუვითარებს მოსწავლეებს მსჯელობის და შემოქმედებით უნარებს. რესურსში  თანამიმდევრულადაა დალაგებული მასალა, რაც მოსწავლეებს აძლევს  საკითხის აღქმის, გააზრებისა და განზოგადების  საშუალებას.
    ეს რესურსი საინტერესოა იმითაც , რომ  შესაძლებელია მოსწავლეებს გადავუგზავნოთ პროგრამა Edmodo-ს საშუალებით, რაც მათ  გაუადვილებს მასალის ათვისებას და დავალების შესრულებას  სახალისოს გახდის.
ესგ სტანდარტი :
 ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს   ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
ისტ.VII.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია  განასხვავოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.
 ისტ.VII.9. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა  საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.

ისტ.VII.10.  მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.




Sunday, February 17, 2019

ისტორია - მასალა საგანმანათლებლო თამაშებისათვის


სასწავლო რესურსის ავტორი:  ლია გიგაური

სასწავლო რესურსი: ფაზლი

"საქართველოს რუკის სქემატური გამოსახვა  მასზე  რუკის ლეგენდაში არსებული პირობითი აღნიშვნების განლაგებით“.

კლასი:V-VI
























ინსტრუქცია
      სასწავლო რესურსი მოიცავს  სხვადასხვა ფერის ფორმატის ფურცლებიდან გამოჭრილ საქართველოს  კუთხეების გამოსახულებას , ასევე  მოიცავს  ბარათებს, რუკის ლეგენდაში არსებული პირობითი ნიშნებით:  საქართველოს კუთხეების, მხარის ცენტრის,ჰიდროგრაფიული ობიექტების, სასარგებლო წიაღისეულის, სოფლის მეურნეობის დარგების სახელწოდებით, ასევე  ბარათებს ღირსშესანიშნაობების , საცხოვრებლის ტიპების, გამოსახულებით.  
ესგ სტანდარტი:
აზ. მეც.V-VI. 1. მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება.  
 საზ. მეც.V-VI. 3. მოსწავლეს შეუძლია  შეადგინოს სქემატური რუკები.
აზ. მეც.V-VI.11. მოსწავლეს შეუძლია  დააკავშირს საქართველოს გეოგრაფიულ ობიექტებ დასახლებების ტიპებთან.
 რესურსში გამოყენებულია ფაზლის პრინციპი.
რესურსი გამოიყენება შემდეგნაირად:
1.       მოსწავლეები მაგნიტურ დაფაზე  აწყობენ საქართველოს რუკას,  სხვადასხვა ფერის ფორმატისგან გამოჭრილ საქართველოს კუთხეებით.  საქართველოს კუთხეებზე  კუთხის სახელწოდება არ არის მინიშნებული,  მოსწავლეები თავად უნდა მიხვდნენ ფორმით  თუ რომელი კუთხეა და მიამაგრონ ბარათი საქართველოს კუთხის  სახელწოდებით.
2.       მოსწავლეები ამოიცნობენ და  მიამაგრებენ   საქართველოს კუთხეებს ბარათებს,  რომლებზეც გამოსახულია მხარის ცენტრის აღმნიშვნელი პირობითი ნიშანი და  ქალაქის სახელწოდება;
3.       მოსწავლეები შეუსაბამებენ თითოეულ კუთხეს  და განათავსებენ რუკაზე ბარათებს რომლებზეც გამოსახულია რუკის ლეგენდაში არსებული მდინარის აღმნიშვნელი ჰიდროგრაფიული ნიშანი  მდინარის დასახელებით; 
4.       განათავსებენ თითოეულ კუთხეზე ბარათს,აღნიშნულ კუთხეში არსებული წიაღისეულის აღმნიშვნელი პირობითი  ნიშნით (მაგ.: ქვანახშირი, რკინა, სპილენძი და ა.შ.);
5.       მოსწავლეები თითოეულ კუთხეზე  განათავსებენ ბარათებს რომელზეც გამოსახულია  საცხოვრებლის ტიპები, რომელიც შეესაბამება აღნიშნულ  კუთხეს;
6.       მოსწავლეები შეუსაბამებენ  თითოეულ კუთხეს ბარათს  მეურნეობის დარგების გამოსახულებით ;
7.       საქართველოს თითოეულ კუთხეზე  განათავსებენ ბარათებს  აღნიშნულ კუთხეში მდებარე  ღირსშესანიშნაობის გამოსახულებით და  სახელწოდებით.
8.       განათავსებენ ბარათებს თითოეულ კუთხეში არსებული წიწვოვანი თუ ფოთლოვანი ტყის აღმნიშვნელი გამოსახულებით.
რესურსი მაგრდება მაგნიტურ დაფაზე მაგნიტებით. შესაძლებელია თავად ბარათების უკანა მხარეზე დაწებდეს მაგნიტები რაც რესურსის მოხმარებას უფრო მოხერხებულს გახდის.